გიორგი ვოლსკი: კონფლიქტის ნორმალიზაციის საკითხებზე, მარტის ბოლოს საკუთარ ხედვას წარმოვადგენთ

გიორგი ვოლსკი: კონფლიქტის ნორმალიზაციის საკითხებზე, მარტის ბოლოს საკუთარ ხედვას წარმოვადგენთ

კონფლიქტის ნორმალიზაციის საკითხებზე, მარტის ბოლოს ხელისუფლება საკუთარ ხედვას წარმოადგენს.

ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პროფესიონალური მსჯელობა მიდის საკითხზე - ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და დე-ფაქტო აფხაზეთთან არსებული ჩიხური მდგომარეობიდან თუ როგორ გამოვიდეს.

ამ წუთებში, კომისიის სხდომაზე სიტყვით, კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა მალაშხია გამოდის, რომელიც კანონმდებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობს.