თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათენის ინტერპოლის მიერ 2011 წლის 22 დეკემბრიდან ძებნილი ოდისეას იორდანიდისი (იორდანოვი) თბილისის და მცხეთა მთიანეთის მთავარი სამმათველოს თანამშრომლებმა 15 თებერვალს, რაზმაძის ქუჩაზე აიყვანეს.

"აღნიშნულ პიროვნებას წინასწარი განზრახვით, სხვა პირებთან შეთანხმებით, გარკვეული გასამრჯელოს საფასურად, საბერძნეთის ტერიტორიაზე შეყვანისა და საცხოვრებლის უზრუნველოყოფის მიზნით, უკანონო მიგრანტები გადაყავდა", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, აღნიშნული პიროვნება დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, 18 თებერვალს კი მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამმართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ დროისთვის ოდისეას იორდანიდისი (იორდანოვი) სასჯელაღსრულების დეპარტამენის N8 დაწესებულებაშია მოთავსებული.