დავით კირვალიძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დავით კირვალიძე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჩენ იანფუმს შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის სახითხები განიხილეს.

"ჩინური მხარე დაინტერესებულია ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდით. გასულ წელს ჩინეთის ბაზარზე 1 მლნ ბოთლი ქართული ღვინის გატანა განხორციელდა. ღვინის გარდა, ჩინური მხარე დაინტერესებულია ქართული პროდუქციის, მათ შორის ხილისა და ციტრუსის ექსპორტით", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილია ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლების ჩამოსვლა საქართველოში, რომლებიც ქართულ პროდუქციას ადგილზე გაეცნობიან.