ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი პარტიის ოფისში დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი დღეს "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას დაასახელებს. აღნიშნულ ინფორმაციას პრესსამსახური არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

ვანო მერაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, 13:00 საათზეა დაგეგმილი.