თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს

თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს

თბილისის მთავარ პროკურატურაში თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი მაიზერ ლიპარტელიანი დაიკითხა. პროკურატურაში ლიპარტელიანის დაკითხვა
დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკითხვის შემდეგ, პილიციის ყოფილმა უფროსმა არ დააკონკრეტა, რა კითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დაკითხვა იგივე თემაზე გასულ წელსაც მოხდა.

ამასთან, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ იგი პროკურატურაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში დაიბარეს.

პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჯერ არ იცის, მოუწევს თუ არა კიდევ პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლა.

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა დაკითხვაზე დასმული შეკითხვები ეხებოდა ჩემი საპატრულო პოლიციაში მუშაობის პერიოდს. დაკითხვა მიმდინარეობდა წყნარ ვითარებაში, იმ საქმის ირგვლივ, რომელზეც ბოლოს შარშან დავიკითხე. გავრცელებული კადრების შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ დამიბარეს პროკურატურაში, რაც საფუძვლიან ეჭვს მაძლევს, რომ ირიბი კავშირი არსებობდა ", - განაცხადა მაიზერ ლიპარტელიანმა.

როგორც ცნობილია, მაიზერ ლიპარტელიანი ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.