მოსკოვის სასამართლო გივი თარგამაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

მოსკოვის სასამართლო გივი თარგამაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

მოსკოვის ბასმანის სასამართლო საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მოსკოვის პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეზე ფედერალური ძებნა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

რუსეთში მასობრივი არეულობის მომზადებაში ბრალდებული ქართველი პოლიტიკოსი ძებნილ პირთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.

ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბლადებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.

ქართული მხარის ინფორმაციით, გივი თარგამაძე, მოთხოვნის შემთხვევაში, რუსეთს არ გადაეცემა.