შეერთებული შტატები შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს

შეერთებული შტატები შესაძლოა ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს

მთავარი თემა ისევ გახდა შეერთებული შტატების ყბადაღებული ფისკალური გარღვევის თემა. პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს მოუწოდა წავიდნენ კომპრომისზე და გადაწყვიტონ ეს საკითხი. შეგახსენებთ, რომ 1 მარტს ვადა ეწურება გასული წლის ბოლოს დროებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ საკითხზე და შეთანხმების გარეშე ქვეყანაში ავტომატურად ძალაში შევა ბიუჯეტის ეკონომიის რეჟიმი, რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის საბიუჯეტო და დაბალანაზღაურებად სექტორებზე.

თუ ეს საკითხი დროზე არ იქნება მოგვარებული, შეერთებული შტატები ისევ აღმოჩნდება ფინანსური პრობლემების საფრთხის წინაშე. თუმცა როგორც ამ ბოლო დროს ამერიკელებს ჩვევიათ, როგორც წესი ბოლო წუთზე იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ინვესტორები უკვე ერთგვარი ირონიით უყურებენ ამ დაძაბულობას რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, იციან რა რომ მაინც შეთანხმდებიან.ამის დამადასტურებელია დოლარის ბოლო კვირების ჯანსაღი არსებობა ჩავარდნების გარეშე.

ამ ფონზე ვალუტები დოლართან მიმართებაშ შემდეგნაირად გამოიყურება: ამ დროისთვის გუშინდელთან შედარებით ყველაზე მეტად ფასი დაეცა ახალ ზელანდიურ დოლარზე 0,77 პროცენტით.

რაც შეეხება კანადურ და ავსტრალიურ დოლარს, ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა.დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ მოიმატა ევრომ 0,19 პროცენტით. დღევანდელ აზიის სესიაზე ევრომ შეძლო გაერღვია ფლეტის ზედა ზღვარი 1,3390 ნიშნული და ჩამოაყალიბა აღმავალი ტენდენცია. ახლა წყვილი მისულია ძლიერ ზედა ზღვართან ანუ რეზისტენსთან 1,3425 ნიშნულთან. ვაჭრობა მიმდინარეობს 1,3415 ნიშნულთან.იაპონური იენა გამყარდა 0,23 პროცენტით. წყვილმა განავითარა დაღმავალი ტენდენცია და მივიდა სუპორტთან 93,23 ნიშნულთან. საერთო ჯამში ეს დაღმავალი მოძრაობა არის საკორექციო და ბაზრის მონაწილეები ცდილობენ მიუახლოვდნენ ფსიქოლოგიურ ბარიერს 95 ნიშნულთან.

ამჟამად ვაჭრობა მიმდინარეობს 93,33 ნიშნულთან.0,24 პროცენტით მოიმატა შვეიცარულმა ფრანკმა და განავითარა ძლიერი დაღმავალი მოძრაობა 0,92 ნიშნულამდე.ფასი ფაქტობრივად არ შეცვლილა ფუნტ სტერლინგზე. იგი დღეს იმყოფება ფლეტურ მარკეტში და მოძრაობს 1,5420-სა და 1,5420-ის დიაპაზონში.რაც შეეხება ოქროს და ვერცხლს, მეტალები ჯერ ჯერჯერობით იმყოფება ფლეტში, რაც საკორექციო მოძრაობას წარმოადგენს. ამჟამად ვერცხლზე ვაჭრობა მიმდინარეობს 29,50 ნიშნულთან, ხოლო ოქროზე 1605 ნიშნულთან.იგივე მდგომარეობაა ნავთობთან დაკავშირებით, იგიც იმყოფება ფლეტში და მისი ფასია 96 დოლარი და 72 ცენტი.