ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს

დღეს, 21 თებერვალს, 13:00 საათზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ვანო მერაბიშვილი პარტიის სამოვავლო სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებს.

როგორც მერაბიშვილმა მხარდაჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში დასახელდებიან ის პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შუალედურ არჩევნებში.

მისვე თქმით, პარტია მარტის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატსაც დაასახელებს.