თეა წულუკიანი რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული კადრებისთვის ექსპერეტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს

თეა წულუკიანი რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული კადრებისთვის ექსპერეტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული კადრებისთვის ექსპერეტიზის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

როგორც აშშ-ში მყოფმა მინისტრმა განაცხადა, გავრცელებული კადრები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მისი აზრით, აუცილებელია ჩატარდეს ექსპერტიზა, რომ დადგინდეს ავთენტურია და მას შემდეგ, რაც ყველა კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი, გადაწყდეს მათი, როგორც მტკიცებულებების ბედი.

თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურისთვის მთავარია დადგინდეს სიმართლე და ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც გაჩნდება და იქნება დასაშვები და ნამდვილი მტკიცებულება, რა თქმა უნდა მხედველობაში მიღებული უნდა იყოს.

მან მოუწოდა ყველას, ამ კადრებიდან გამომდინარე ნუ ატყდება პანიკა, რადგან ამ პანიკას საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, მთავარია გაირკვეს ეს კადრები იმსახურებს თუ არა კანონიერი მტკიცებულების კვალიფიკაციას.

"თუ აღმოჩნდა, რომ ეს კანონიერი მტკიცებულება უნდა იყოს, ანუ ასახავს რეალობას, რასთან დაკავშირებითაც არაერთი კითხვა არსებობს, მაშინ ის სისხლის სამართლის საქმეში დაშვებული იქნება", - დასძინა წულუკიანმა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გუშინ მთავარ პროკურატურას, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალა გადასცა.