ბიძინა ივანიშვილმა სერჟ სარგსიანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ბიძინა ივანიშვილმა სერჟ სარგსიანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სერჟ სარგსიანს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყნას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორშაბათს ჩატარდა, რომლის შედეგად სერჟ სარგსიანმა მეორე ვადით გაიმარჯვა.