მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვისაც სხვების დევნა უხარია, რა გიხარიათ ერთი, რა

მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვისაც სხვების დევნა უხარია, რა გიხარიათ ერთი, რა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერესდება, რატომ უხარიათ ზოგიერთებს ადამიანების დევნა და დაჭერა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიმართვისას განაცხადა.

"მე ვიცი, რომ ვიღაცებს შეიძლება უხაროდეთ კიდეც ეს დევნა და მინდა ვკითხო იმ ხალხს, რა გიხარიათ ერთი, რა?! ხვალ და ზეგ თუ საქართველოში აღარ იქნება არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია, აღარ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, მასმედია, არც ერთი სხვა ალტერნატიული საშუალება და ხვალ, თქვენი რაღაც მოქმედება რომ არ მოეწონოთ, სად გექნებათ საჩივლელი, სად გექნებათ მისამართი. ხომ რეალურად თქვენც ასევე დაგჩაგრავენ და გადაგივლიან, როგორც ამას თქვენ იწონებდით კონკრეტული გარემოებების გამო?!",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დემოკრატია და თავისუფლება არის ყველასთვის, მოსწონთ თუ არა მხარეებს ერთმანეთი. "ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ უნდა მოგვწონდეს დემოკრატია. ჩვენ შეიძლება არ გვიყვარდეს და მართლა შეიძლება ზოგიერთს გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ არ შეიძლება არ გვიყვარდეს და გვძულდეს ჩვენი სამშობლო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ სამშობლოს სიყვარულის გამო უნდა იპოვონ საერთო ენა. "ჩვენ გახსნილი ვართ. ამ სასახლის კარი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მინდა ვკითხო იმ ხალხს, ვისაც სხვების დევნა უხარია: რა გიხარიათ ერთი, რა?! - მიხეილ სააკაშვილი