გოგი ქავთარაძე - ვეთანხმები აზრს, რომ

გოგი ქავთარაძე - ვეთანხმები აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კანონგარეშედ გამოცხადდეს

ვეთანხმები აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კანონგარეშედ გამოცხადდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი ქავთარაძემ დღევანდელ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების აქტიური წევრები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უმრავლესობა ლმობიერებას იჩენს. 

"საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ ძალიან ლმობიერები ვართ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ. ისინი საკითხს ასე სვამენ, რომ არავითარი შეთანხმება ამ ხალხთან არ გამოდის, არც გამოვა არასოდეს, ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას და მშენებლობის დროს ისინი ჩვენ არ გამოგვადგებიან. ამიტომ, ისინი გვთავაზობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" როგორც დამნაშავე გამოცხადდეს კანონგარეშე. ეს არის მათი აზრი, თუმცა ვეთანხმები", - აღნიშნა ქავთარაძემ.