გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ნაწამები სერგო თეთრაძის ფოტოები წარადგინა

გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ნაწამები სერგო თეთრაძის ფოტოები წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტში ნაწამები პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის ფოტოები წარადგინა. 

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ცაგარეიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო თეთრაძის მკვლელობისა და სხვა პირთა წამების ფაქტები შეახსენა და თეთრაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

ამასთან, მან დეპუტატებს გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ, ნაწამები თეთრაძის ფოტოები წარუდგინა.

მისი თქმით, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" რეალური სახე. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ის თეთრაძის საქმეს გადათარგმის და ევროპელ კოლეგებს გადაუგზავნის.

"ეს არის თქვენს მიერ მოკლული სერგო თეთრაძე და ეს დრო საქართველოში არასოდეს აღარ დაბრუნდება. არასოდეს დაბრუნდება ის დრო, როდესაც თქვენ აუპატიურებდით ციხეში ხალხს და წამებით კლავდით", - დასძინა მან.