ბაჩო ახალაიას სასამართლოზე ჟურნალისტებს გადაღების საშუალება მისცეს

ბაჩო ახალაიას სასამართლოზე ჟურნალისტებს გადაღების საშუალება მისცეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიგი კალანდაძისა და მე-4 ბრიგადის ყოფილი უფროსის ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს რამდენიმე წუთით ფოტო და ვიდეო გადაღების საშუალება მისცეს. 

პროცესი ხალხის სიმრავლის გამო დიდ დარბაზში იმართება. პროცესზე იმყოფებიან ბაჩო ახალაიას მეუღლე და ბრალდებულთა მხარდამჭერები, რომლებიც ბრალდებულების დარბაზში გამოჩენას ტაშით შეხვდნენ.

პროცესის დაწყებამდე კი, სასამართლოს შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები როგორც თბილისიდან, ასევე ზუგდიდიდან ჩამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ახალაია არის პოლიტიკური პატიმარი და მისი დაკავება სწორედ ამ მოტივით არის განპირობებული.

ამასთან, კომენტარი გააკეთა ახალაიას მეგობარმა გიორგი ონიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აბსულუტურად ლოგიკურია ბაჩო ახალაიას გირაოთი გათავისუფლება იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავად დაბრუნდა საქართველოში და გამოძიებას არ მიემალება.

ონიანის თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვერც მოწმეებზე მოახდენს ზეგავლენას, რადგან საქმესთან დაკავშირებით მოწმეები სრულად არიან დაკითხულნი.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმეწუთიანი პროტესტის შემდეგ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლეს.

სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.