ცესკო-მ სამ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა გამოაქვეყნა

ცესკო-მ სამ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა გამოაქვეყნა. ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა №9 ნაძალადევის ოლქში 132,021-ს, №52 ბაღდათის ოლქში 23, 380-ს და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქში 48,161-ს შეადგენს.

ცესკო-ს ინფორმაციით მითითებულ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული მესაკუთრის მიერ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების რაოდენობა.

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ნაძალადევში შეადგენდა 140 467-ს, ბაღდათში - 23 841-ს, ხოლო სამტრედიაში - 48 362-ს.
პარლამენტის შუალედური არჩევნების 27 აპრილს დანიშვნის შესახებ განკარგულება ცესკო-მ 15 თებერვალს მიიღო. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 27 აპრილს გაიმართება.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარის უფლებამოსილება შეუჩერდათ - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს რეგისტრაციის გავლა პირველ მარტამდე შეუძლიათ.