ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხავენ

ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხავენ

შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს დაკითხავენ.

მას იმ კადრებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც გუშინ პროკურატურას გადასცა. აღსანიშნავია, რომ ფირცხალავა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ღამეს გადაღებული ახალი ვიდეო-მასალა გაავრცელა.

მან ვიდეო-მასალა მთავარ პროკურატურაში მიიტანა და ჟურნალისტებსაც გააცნო. ფირცხალავას თქმით, კადრები მანქანის გაჩერებიდან პირველივე წამებშია გადაღებული.