მაია ფანჯიკიძე - თედო ჯაფარიძის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს

მაია ფანჯიკიძე - თედო ჯაფარიძის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუატატ თედო ჯაფარიძის მიერ ინტერფრაქციულ ფორმატში შეთავაზებული დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. 

როგორც მინისტრმა უმცირესობის სხდომაზე აღნიშნა, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში არ უნდა იყოს მუხლები, რომელიც ორაზროვან ან არასწორ ინტერპრეტაციას იწვევს. ფანჯიკიძემ დეპუტატ დავით დარჩიაშვილის საპასუხოდ დააკონკრეტა, რომ დოკუმენტი უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რაც არის: დეოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ადგილის დამკვიდრება რეგიონალურ კონტექსტში, ის რომ ქვეყანა იყოს მშვიდობის გამავრცელებელი და არა დაპირისპირების ადგილი. მისივე თქმით, საქართველოს ინტერესი არის, რომ მან შეასრულოს თავისი სართაშორისო ვალდებულებები, მაგრამ ამავდროულად გათვალისწინებული იყოს მისი ყველა ეროვნული ინტერესი.

"აღნიშნული დოკუმენტი ფრაქციებისთვის ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში იყო შეთავაზებული და რატომღაც ერთი თვის მერე გახდა აქტუალური. თავიდანვე ითქვა, რომ ეს იყო პროექტი, რომელზეც პარლამენტს უნდა ემსჯელა. თედო ჯაფარიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ როცა კითხულობს, ბევრი რამ თავადაც არ მოსწონს და ბევრი რამ, მისი აზრით, შეიძლება შეიცვალოს. თუკი ეს სამსჯელო დოკუმენტია, იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა გამოთქვას თავის მოსაზრებები. ფართო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ, რომლსაც იმედი აქვს, რომ განხილვის შემდეგ ყველა სადავო ფრაზა შეჯერდება.