ვახტან კომახიძე - წარმოდგენა არ მაქვს, რა მასალებზეა საუბარი

ვახტან კომახიძე - წარმოდგენა არ მაქვს, რა მასალებზეა საუბარი

ვახტან კომახიძე აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ მასალებზე წარმოდგენაც არ აქვს.

"საერთოდ, ჩემი ჯგუფი რას ნიშნას, ესეც არ ვიცი. სამი წელიწადი არ ვყოფილვარ საქართველოში და მანამდეც არანაირი ჯგუფი არ მყოლია. სრულიად ბუნდოვანი რაღაცაა",- განუცხადა კომახიძემ "ინტერპრესნიუსს".
მისივე თქმით, მასალა არ უნახავს და ამის შესახებ მხოლოდ სატელეფონო ზარით შეიტყო. როგორც კომახიძემ აღნიშნა, ცოტა ხანში მივა სახლში, ნახავს ყველაფერს და ალბათ, ამის შემდეგ ეცოდინება, რაზეა საუბარი.
როგორც ცნობილია, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.

როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანში. ეს მანქანა შუა დღეს იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.

მისივე ინფორმაციით, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში, მისთვის გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ კადრე