მაია ფანჯიკიძე – კოალიციის ყველა პარტია ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უჭერს მხარს

მაია ფანჯიკიძე – კოალიციის ყველა პარტია ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უჭერს მხარს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მმართველ კოალიციაში გაერთიანებული ყველა პოლიტიკური პარტია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უჭერს მხარს.
ამის ხაზგასმა მინისტრს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადების პასუხად მოუხდა, რომელმაც დღეს ფანჯიკიძეს ნატო-სთან დაკავშირებით გოგი თოფაძისა და კობა დავითაშვილის ძველი განცხადებები გაახსენა.

"კოალიციაში გაერთიანებულია ექვსი პარტია. ამ პარტიებს გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ და ეს კოალიციას პრობლემებს არ უქმნის. მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, მათ აღიარეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და კიდევ ბევრ სხვა თემას, რომელიც ამ დეკლარაციაშია გაცხადებული" - განაცხადა ფანჯიკიძემ აკაკი მინაშვილის საპასუხოდ.