ჯოდი ფოსტერი შვილებით ამაყობს

ჯოდი ფოსტერი შვილებით ამაყობს



ცნობილ ამერიკელ მსახიობს, 49 წლის ჯოდი ფოსტერს ორი შვილი ჰყავს, - 13 წლის ჩარლზი და 10 წლის კრისტოფერი. ბავშვების ბიოლოგიური მამის შესახებ არაფერია ცნობილი. მის ვინაობას ვარსკვლავური დედიკო დიდი გულმოდგინებით მალავს. ქალბატონი ჯოდი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით გამოირჩევა და ამჟამად 51 წლის სცენარისტთან, სინდი მორტთან ერთად ცხოვრობს.

ცოტა ხნის წინ ფოსტერმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ორი შესანიშნავი ბიჭის დედაა. მსახიობი ამტკიცებს, რომ ვაჟიშვილების აღზრდა გაცილებით მარტივია, ვიდრე გოგონებისა.

ფოსტერის თქმით, ახლა, როცა ბავშვები თანდათან გადადიან მოზარდობის ასაკში, ის ცდილობს დააინტერესოს ბიჭები იმით, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა. დედას სურს, რომ ჩარლზმა და კრისტოფერმა თანდათანობით გაიცნონ ის დიდი სამყარო, მათ ირგვლივ რომ არსებობს.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ წინათ მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია. ის ზედმეტად ინტელიგენტური იყო და არ სურდა მომავალი ცხოვრება მსახიობის ოსტატობისათვის დაეკავშირებინა. ახალგაზრდობაში მეცნიერული სამუშაო უფრო იზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც თამაში სცადა, კინოში გადაღება უფრო მოეწონა და ამ საქმიანობისათვის თავის დანებება ვეღარ შეძლო.