ირაკლი ალასანია ავღანეთში დაჭრილ სამხედროებს დააჯილდოებს

ირაკლი ალასანია ავღანეთში დაჭრილ სამხედროებს დააჯილდოებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს დააჯილდოებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს , გორის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობისას, ირაკლი ალასანია ჰოსპიტალის ახალ დირექტორსაც წარადგენს.

თავდაცვის მინისტრს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს, 14:00 საათისთვის ელოდებიან.