ფოტორეპორტიორები არჩილ კბილაშვილს საქმის ხელახალი გამოძიების განცხადებით მიმართავენ

ფოტორეპორტიორები არჩილ კბილაშვილს საქმის ხელახალი გამოძიების განცხადებით მიმართავენ

ფოტორეპორტიორები ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურან ქურციკიძე საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მათი საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე განცხადებით მიმართავენ.

"ჩვენ ის ფოტორეპორტიორები ვარ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ სრულიად უსამართლოდ გაგვწირა და დაგვადანაშაულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯაშუშობა). ჩვენი სურვილის მიუხედავად, არ მოგვეცა საშუალება, დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. დღეს დადგა დრო, სამართალმა იზეიმოს",-ნათქვამია ფოტორეპორტიორების განცხადებაში, რომელშიც ფოტორეპორტიორები ბრალდების მოხსნას ითხოვენ.

ამასთან, თითქმის 10-გვერდიან განცხადებაში ფოტორეპორტიორები დაწვრილებით ყვებიან, თუ როგორ მოხდა მათი დაკავება და რა ზეოწლა ხორციელდებოდა მათზე.
ნათია და იარკლი გედენიძეები, გია ბადალაძე და ზურაბ ქურციკიძე განცხადებას პროკურატურაში 14.00 საათზე შეიტანენ.