ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტს ახალი ასოციაცია განახორციელებს

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტს ახალი ასოციაცია განახორციელებს

ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტს ახალი ასოციაცია განახორციელებს.

ხვალ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის სპეციალურ კონფერენციას გამართავს, რომლის ფარგლებშიც "ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის" პრეზენტაცია მოხდება.

ახალი დარგობრივი გაერთიანება ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ დაფუძნდა.

ასოციაციის მიზანი რუს იმპორტიორებთან ხელსაყრელი კავშირების გაერთიანებული ძალისხმევით დამყარება იქნება.

"საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი, როგორც რუსეთში მთავარი დარგობრივი ასოციაციის (НО АУРА) წარმომადგენელი საქართველოში, ახლადშექმილ გაერთიანებას კონსულტაციითა და პროფესიონალთა მომსახურებით დაეხმარება. ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისაკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი გაერთიანების არარსებობამ განაპირობა", - აცხადებენ ასოციაციაში.

აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ პრესკონფერენციას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ქართული კომპანია დაესწრება.