ბიძინა ივანიშვილი ხვალ არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება

ბიძინა ივანიშვილი ხვალ არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრება.

პრემიერის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, კონფერენცია - "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ორგანიზებით ტარდება.

კონფერენცია ხვალ, 11:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.