რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებულ სიახლეებზე ისაუბრებს

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებულ სიახლეებზე ისაუბრებს

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებულ სიახლეებზე ხვალ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ისაუბრებს . 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, პრესკონფერენციას ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილთან ერთად გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები ირაკლი გაბრიჭიძე, გელა ნიკოლაიშვილი და გიორგი ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძეც დაესწრებიან.

რუსუდან შარაძე ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ადვოკატები ირაკლი გაბრიჭიძე და მამუკა ნოზაძე კი გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი მოწმეეების შესახებ ისაუბრებენ.