კობა დავითაშვილი: ყრილობაზე ვერ მივედი, რადან პირადი საქმეები მქონდა

კობა დავითაშვილი: ყრილობაზე ვერ მივედი, რადან პირადი საქმეები მქონდა

კობა დავითაშვილი ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე პირადი საქმეების გამო არ მივდა. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს"თავად კობა დავითაშვილმა განუცხადა.
,,პარტიის ყრილობაზე მოსაწვევი მივიღე, მაგრამ ვერ მივედი, რადან პირადი საქმეები მქონდა", -განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე, რომელიც ფილარმონიაში გუშინ ჩატარდა კობა დავითაშვილი არ იმყოფებოდა. იქმადე კი დავითაშვილი ,,ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ არ ადარდებს კოალიციის დაშლა და აცხადებს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ ხორციელდება. არ მადარდებს კოალიციის დაშლა, ის უფრო მადარდებს, რა ემუქრება ქვეყანას, - აცხადებს გაზეთ ,,ალიასთან" ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი. მისი თქმით, ქვეყანა გადავა ძალადობასა და ქაოსში, თუ სწრაფად არ განხორციელდება მართლმსაჯულება.

"თუ არ იქნება მართლმსაჯულება, არ იქნება მშვიდობა. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ერთიანი გუნდის წევრი, მქონდა მცდელობა, რომ გუნდის შიგნით გადამეწყვიტა ეს საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას. როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ", - აცხადებს დავითაშვილი.