ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევაა დადასტურებული

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში დეკემბრის შემდეგ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო ერთი სავარაუდო შემთხვევაა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, ნოემბრიდან დღემდე აღნიშნული ვირუსით 143 ადამიანი დაავადდა, მათგან 133 – A, ხოლო 10 - B ტიპის ვირუსით.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ გრიპს არავინ გაუთამამდეს და დროულად უნდა მიმართოს ექიმს.

"ჩვეულებრივი ზამთარია, ჩვეულებრივი გრიპია. მოვუწოდებთ ყველას, რომ გრიპს ნუ გაუთამამდებიან. 38-ზე მეტი ტემპერატურა თუ ბავშვს აქვს ერთი დღე, ხოლო დიდს – 3 დღე, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასევე, სუნთქვის გაძნელების, ქოშინის და ფილტვების ანთების ნიშნების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიემართოს ექიმს", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.