გერმანიაში ოქტობერფერსტი დაიწყო. მსოფლიოში პოპულარული ფესტივალი 4 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოში არის წარმოდგენა, რომ ოქტობერფერსტი მხოლოდ ლუდის დღესასწაულია და მიუნჰენში მარტო ლუდის დასალევად ჩადის ხალხი, თუმცა ფესტივალის განმავლობაში ეწყობა არაერთი თეატრალური წარმოდგენა, მხატვართა გამოფენები, ლიტერატორთა საღამოები და სხვა ამგვარი ღონისძიებები, რითაც ამ დღეს გერმანიაში ჩასულ ადამიანს გერმანიის კულტურისა და ხელოვნების გაცნობა შეუძლია.
ოქტობერფესტი ყოველწლიური ორკვირიანი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ბავარიაში სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე მიმდინარეობს.. ოქტობერფერსტს ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება. დღესასწაული მსგავსი სახელით სხვა ქალაქებშიც ტარდება, თუმცა ტრადიცია დასაბამს მიუნხენში იღებს.
როგორც ვთქვით, მიუნჰენელებისთვის ოქტობერფესტი უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ ოქტომბრის ფესტივალს. გერმანიაში მას სამართლიანად ფოლკლორის ფესტივალსაც უწოდებენ. თუმცა, ეს ფესტივალი გერმანული ლუდის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია.
პირველ ლუდის კასრს პირადად ქალაქის მერი ხსნის და ცერემონიაც გახსნილად ცხადდება. შემდეგ კი, მთელი ევროპიდან ჩასული ტრადიციულ ტანისამოსში ჩაცმული ადამიანთა ჯგუფები მიემართებიან ტერეზას მინდვრისკენ.
ფესტივალი სათავეს 1810 წლიდან იღებს. პრინცი ლუდვიგისა და მისი მშვენიერი ტერეზას საქორწილო ბანკეტიდან.
ფესტივალზე ლუდის სხვადასხვა კომპანიები ტურისტებს ხშირად უფასო ლუდს სთავაზობენ, თუმცა ამ დროს ლუდის ფასები საკმაოდ მაღალია. 1 ლიტრიანი კათხა ლუდი, საშუალოდ 8,30 ევროდან 8,60 ევრომდე ღირს.