ნატალია საბანიძისა და კოტე ზალდასტანიშვილის ელჩებად დანიშვნის საკითხს ხვალ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ

ნატალია საბანიძისა და კოტე ზალდასტანიშვილის ელჩებად დანიშვნის საკითხს ხვალ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ

ნატალია საბანიძისა და კოტე ზალდასტანიშვილის ელჩებად დანიშვნის საკითხს ხვალ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ხვალ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

სხდომაზე ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ნატალია საბანიძის კანდიდატურისა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურების განხილვა იგეგმება.

აღნიშნულ სხდომაზე ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევერის გიორგი ბარამიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის "საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ" განხილვა იგეგმება.