არჩილ ხაბაძე:

არჩილ ხაბაძე: "ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ძირითადი მიზეზი ქართველი მუსლიმების ინიციატივა იყო"

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის არჩილ ხაბაძის განცხადებით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ძირითადი მიზეზი ქართველი მუსლიმების ინიციატივა იყო.

ამის შესახებ ხაბაძემ თურქეთში პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, ბათუმში, მუსლიმანი მლოცველებისთვის მეჩეთი აშენდება.

"მთავარი მიზეზი მეჩეთის აშენების ის არის, რომ არსებულ მეჩეთში მლოცველები ვერ ეტევიან. წინასწარი კონსულტაციებითY ვიცოდით, რომ ქართველ მუსლიმებს უნდოდათ თავიანთი სახსრებით აეშენებინათ მეჩეთი, შესაბამისად, ამ კუთხით დაიწყო მოლაპარაკება და შეთანხმებასაც მივაღწიეთ. სახელმწიფოს როლი ამ შეთანხმებისას არის მხოლოდ ერთი, მიწის მოძებნა და მათთვის გადაცემა", - განაცხადა ხაბაძემ.

ცნობისთვის, მეჩერთის მშენებლობის ადგილი ჯერ გამოყოფილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მისი მშენებლობა ქართული მხარის მიერ დაფინანსდება.