მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთავრობის კანცელარიას 57 640 ლარი გამოეყო

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთავრობის კანცელარიას 57 640 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მთავრობის კანცელარიას 57 640 ლარი გამოეყო.

მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

"საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებამდე საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 57 640 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცი) ლარი", - აღნიშნულია ბრძანებულებაში.