ბიძინა ივანიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

ბიძინა ივანიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან, კახი ყურაშვილი - შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარე; იოსებ სალუქვაძე - ა(ა)იპ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; გაიანე სიმონია - ა(ა)იპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის დეპარტამენტის გერიატრიის მიმართულების სრული პროფესორი, სამედიცინოგანათლების, კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი; მარინა ქავთარაძე -ა(ა)იპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი; ნინო ძოწენიძე - ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზაციული განვითარების დირექტორი; კონსტანტინე ნანობაშვილი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; რუსუდან ტყეშელაშვილი - საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი; ლალი ღოღელიანი - ა(ა)იპსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამშენებლო ფაკულტეტის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ა(ა)იპსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და დავით კახნიაშვილი -საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, სკოლა "მწიგნობართუხუცესის" დირექტორი.