ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება

ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება

ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იწყება. უცხოური მედიის ინფორმაციით, მას ბრალი თაღლითობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება. საქმე ეხება ლიბერმანის მიერ ბელორუსში ისრაელის ყოფილი ელჩის ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის გარემოებებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისრაელის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ ლიბერმანის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე დახურულად გამოაცხადა, სადაც ის "ფულის გათეთრებაში" იყო ბრალდებული.

ავიგდორ ლიბერმანმა თანამდებობა გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.