მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კანონპროექტი იქმნება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კანონპროექტი იქმნება

სამომხმარებლო სფეროს მოწესრიგების მიზნით "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტი იქმნება . კანონპროექტს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი მოამზადებს, რომელიც ამ მიმართულებით სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს. 

როგორც კომიტეტში განმარტავენ, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ მოაწესრიგებს სამომხმარებლო სფეროს, ასევე, შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის პრაქტიკასთან, რაც თავის მხრივ ევროინტეგრაციული პროცესების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი აქტივობა იქნება.