ეკა ბესელიას ღარიბაშვილისა და კაკაბაძის დაკითხვასთან დაკავშირებით უგულავას მოთხოვნა კომიკურად და იუმორისტულად ეჩვენება

ეკა ბესელიას ღარიბაშვილისა და კაკაბაძის დაკითხვასთან დაკავშირებით უგულავას მოთხოვნა კომიკურად და იუმორისტულად ეჩვენება

საპარალამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძის დაკითხვასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოთხოვნა კომიკურად და იუმორისტულად ეჩვენება.

"თუ ის არის დედაქალაქის მერი და მისი მთავარი ინტერესის საგანი არის ის, ვინ ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე, ამას მხოლოდ იუმორით თუ შევხედავ, რაც შეეხება შს მინისტრს, რაზე უნდა დაიკითხოს ის – რატომ არ დაარბია პოლიციამ ხალხი, არ სცემა და არ აწამა, რასაც უგულავა მიჩვეული იყო, როდესაც 7 ნოემბერს სისხლიანი გუბეები გაიარა და ყიჟინით ამხნევებდა სპეცრაზმს, რომელიც ხალხს არბევდა?", - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილისა და ნანა კაკაბაძის დაკითხვას ითხოვს.