ქართული საპყრობილიდან

ქართული საპყრობილიდან "სამხრეთ ოსეთის" ორი მცხოვრები გაათავისუფლეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატის ინფორმაციით, ქართული საპყრობილიდან "სამხრეთ ოსეთის" ორი მცხოვრები გაათავისუფლეს.

მისივე ცნობით, "გათავისუფლებული არიან 1981 წელს დაბადებული ომარ გიორგის ძე მარგიები და 1990 წელს დაბადებული გიორგი სოსლანის ძე თედეევი".

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატში აცხადებენ, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

მარგიევი და თედეევი 2008 წლის აგვისტომდე იყვნენ დაკავებული.