კვიპროსის პრეზიდენტი ნანობს, რომ ქვეყნის გაერთიანება ვერ შეძლო

კვიპროსის პრეზიდენტი ნანობს, რომ ქვეყნის გაერთიანება ვერ შეძლო

კვიპროსის პრეზიდენტმა დიმიტრის ხრისტოფიასმა კვიპროსელებისადმი უკანასკნელ მიმართვაში განაცხადა, რომ "თავაწეული ტოვებს პოსტს" . ამის შესახებ "ესოშიეთედ პრესი" იუწყება.
ხრისტოფიასის განცხადებით, რომელიც ხელისუფლებაში 2008 წლის არჩევნების შემდეგ მოვიდა, მონაწილეობას აღარ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ შეასრულა მთავარი დანაპირები – ვერ გააერთიანა კვიპროსი.

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები 17 თებერვალს გაიმართება. ექსპერტები არჩევნებში გამარჯვებას მემარჯვენე კანდიდატს, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, 66 წლის ნიკოს ანასტასიადისს უწინასწარმეტყველებენ

პრეზიდენტობისთვის კვიპროსის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იორგას ლილიკასიც იყრის კენჭს.