გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდა

გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდა

თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გამოცხადდა. უგულავამ დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე შევიდა . როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს..

"საზოგადოებამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შესახებ კადრები არაერთი რაკურსით ნახა. მე ვფიქრობ , გამოსაძიებელი ის უფრო არის, თუ ვის ეჩურჩულებოდა ნაზად ნანა კაკაბაძე. ასევე, საინტერესოა, დაიკითხება თუ არა ღარიბაშვილი. მე ეს მაინტერესებს. დანარჩენი კი, რა შეკითხვებიც ექნებათ მზად ვარ ვუპასუხო", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.