ზურაბ აბაშიძე:

ზურაბ აბაშიძე: "ამ ეტაპზე საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალისა და ანაბრების დაბრუნების საკითხის დაყენება არარეალურად მეჩვენება"

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან მოლაპარაკებების ამ ეტაპზე საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კონპენსირებისა და ანაბრების დაბრუნების საკითხის დაყენება არარეალისტურად მიაჩნია.

ამის შესახებ აბაშიძემ "პირWელს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ღია წერილის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების პარალელურად, ქართულმა მხარემ აღნიშნული საკითხები უნდა დააყენოს.

"ამ ეტაპზე საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალისა და ანაბრების დაბრუნების საკითხის დაყენება რუსეთთან მოლაპარაკებებში დღის წესრიგში არ დგას. დღეს ეს არარეალურად მეჩვენება. შესაძლოა, აღნიშნული საკითხები მოლაპარაკებების რაღაც ეტაპზე დადგეს. 1 მარტიის შეხვედრისთვის მონიშნული გვაქვს ისეთი თემები, როგორიცაა სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურული ურთიერთობების აღდგენა", - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ის "ახალგაზრდა ადვოკატების" ღია წერილს აუცილებლად პირადად უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა 1 მარტსაა დაგეგმილი. ამჯერად შეხვედრა არა ჟენევაში, არამედ ევროპის რომელიმე სხვა ქალაქში გაიმართება. შეხვედრის ადგილი რამდენიმე დღეში დაზუსტდება.