სასამართლო მაია ორჯონიკიძის შვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

სასამართლო მაია ორჯონიკიძის შვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მხატვრისა და ხელოვნებათმცოდნე მაია ორჯონიკიძის შვილის, ცოტნე მამულაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს .

ამასთან, სასამართლოსთან ცოტნე მამულაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია "პატრიოტების" წარმომადგენლის გიორგი მაზმანიანის განცხადებით, მთავრობის ზეწოლა ახლა სამოქალაქო სპექტრზე გრძელდება.

მაია ორჯონიკიძის შვილი სამართალდამცავებმა 14 თებერვალს დააკავეს და მას ბრალად ძარცვაში მონაწილეობა ედება. ახლობლები მამულაშვილის დაკავებას მისი დედის, მაია ორჯონიკიძის ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებენ, კერძოდ, ოჯახის ახლობლების თქმით, მაია ორჯონიკიძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" მთავრობა და კოალიცია "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკა, რის შედეგადაც, იმავე საღამოს მისი შვილი დააკავეს. 

ახლობლების ინფორმაციით, ცოტნე მამულაშვილი ბრალს არ აღიარებს და მას ალიბიც აქვს.