ლოურენს ლესიგი – საკონსტიტუციო ცვლილების ვადაზე ადრე განხორციელება პროგრესული ნაბიჯი იქნება

ლოურენს ლესიგი – საკონსტიტუციო ცვლილების ვადაზე ადრე განხორციელება პროგრესული ნაბიჯი იქნება

ვფიქრობ, საქართველო გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომლებიც დაშვებული იყო წინა საკონსტიტუციო მოდელების შექმნისას, – ამის შესახებ, ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელმა , პროფესორმა ლოურენს ლესიგმა ტელეკომპანია "მაესტოროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებსა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება, საკონსტიტუციო მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ამასთან, მან იმ მოსალოდნელ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას შეიძლება გამოიკვეთოს.

როგორც ლოურენს ლესიგმა აღნიშნა, საპარლამენტო მოდელი არის ყველაზე უფრო სტაბილური და დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი მოდელი, რომელიც წარმატებით მუშაობს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში და მისი დანერგვა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების ვადაზე ადრე განხორციელება პროგრესული ნაბიჯი იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია ევოლუცია, რომელმაც ქვეყანა საპარლამენტო დემოკრატიამდე უნდა მიიყვანოს, მოხდეს ჯანს აღი გზით და იყოს ინციდენტებისგან დაზღვეული.

ექსპერტის აზრით, ყველაზე დასაფიქრებელია ის ფაქტორი, რომ პროცესი ვითარდება სწრაფი ტემპით, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში მას ხმარდებოდა ათეულობით წლები. მისივე თქმით, საქართველოს, რომელმაც დემოკრატიის განვითარება ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო, პროცესის დაჩქარებული ტემპით წარმართვა უწევს.

მიუხედავად ამისა, ლოურენს ლესიგის აზრით, პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურია და თუნდაც ის ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფი საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების უპრეცედენტო ცვლილება ნიშნავს, რომ დემოკრატიული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის ბალანსს, როგორც ექსპერტი ამბობს, პოლიტიკური ბალანსის არსებობა აუცილებელია. ამასთან, მას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო მოდელის შეცვლის პროცესს მიხეილ სააკაშვილი ხელს არ შეუშლის.