გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდება

გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდება

დღეს, 16 თებერვალს, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდება, ამის შესახებ მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

"თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდებოდა, თუ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით დადგინდებოდა ამის აუცილებლობა. სასამართლოს მიერ 2013 წლის 15 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისის მერი ადასტურებს, რომ ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში 2013 წლის 16 თებერვალს ჩვენების მისაცემად გამოცხადდება"- ნათქვამია განცხადებაში.