დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს

დღეს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს

დღეს, 16 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიის დარბაზში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" ყრილობა გაიმართება.

ყრილობას რაიონული ორგანიზაციების დელეგატები და სტუმრები დაესწრებიან.


როგორც ცნობილია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" თავმჯდომარე არ ეყოლება.

პოლიტიკური გაერთიანების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიას ერთი კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება და მას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს.

,,საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს განვიხილავთ. პარტიას ცალკე თავმჯდომარე არ ეყოლება. ეყოლება პოლიტსაბჭო, რომელსაც ყრილობა აირჩევს. შემდგომ პოლიტსაბჭო თავისი რიგებიდან პოლიტსაბჭოს მდივანს აირჩევს, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია და კონკრეტულ სახელებზე ამ ეტაპზე საუბარი არ შეგვიძლია, ვიდრე ყრილობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება-'დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელ ყრილობაზე მის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.