ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ქართული მხარე დააფინანსებს

ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ქართული მხარე დააფინანსებს

ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ქართული მხარე დააფინანსებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა .

"დაფინანსება იქნება ქართული მხარის, რადგანაც ეს არის საქართველოში მცხოვრები მლოცველების სურვილი და ამიტომ ქართული ფულით აშენდება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, არსებობს სურვილი, რომ მუსლიმურ მოსახლეობას ჰქონდეს ლოცვის საშუალება, თუმცა, ბათუმში არსებული მეჩეთი საკმარისი არ არის, ამიტომ აშენდება მეორე, რომელისთვისაც ადგილს აჭარის ხელისუფლება გამოყოფს.

ბათუმში მეჩეთის აშენებასა და ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხნის რესტავრაციასთან დაკავშირებით ქართულმა და თურქულმა მხარეებმა შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწიეს.