მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში მთავრობის მოქმედებებში გარკვეული რეალიზმის ნიშნები გაჩნდა"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში მთავრობის მოქმედებებში გარკვეული რეალიზმის ნიშნები გაჩნდა და ეს არის ის შემობრუნება, რაც მისასალმებელია".

"კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ რაღაც საკითხებში რეალისტური ნოტები ჩნდება იმიტომ რომ, ბოლო თვეებში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე საქართველო-რუსეთის რკინიგზა უნდა გაიხსნას, რაც გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რომელიც საქართველოს პერპექტივებს პირდაპირ დააზარალებს, არაფერს გვაძლევს და აფხაზეთის რეინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ბოლო დღეებში მოვისმინე, რომ ეს პროექტი ახლა აღარ განიხილება და გრძელვადიანი პერსპექტივაა. ამას მივესალმები. ე.ი. საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში მთავრობის მოქმედებებში გაჩნდა გარკვეული რეალიზმის ნიშნები და ეს არის ის შემობრუნება, რომელსაც არ შეიძლება, არ მივესალმოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.