ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებს დააკვირდება, ლოურენს ლესიგი უხელმძღვანელებს

ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებს დააკვირდება, ლოურენს ლესიგი უხელმძღვანელებს

ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებსა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება და მთავრობას შესაბამის კონსულტაციას გაუწევს, ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელი ლოურენს ლესიგი უხელმძღვანელებს.

ლესინგს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა.

ცნობისთვის, ლოურენს ლესიგი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამართლის აკადემიკოსია. იგი 1993 წლიდან იმ საერთაშორისო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობდა. ლოურენს ლესიგი ასევე სათავეში ედგა ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმების საკითხში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კონსულტაციას უწევდნენ. ლოურენს ლესიგი ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია.

გარდა ამისა, საქართველოში მუშაობას შეუდგება ექსპერტთა მეორე ჯგუფიც, რომელიც გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს მონიტორინგს გაუწევს.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს რეკომენდაციით, ამ ჯგუფს თომას ჰამერბერგი უხელმძღვანელებს.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფები საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწოდების შედეგად იქმნება.