მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტები ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის პროექტების შეფერხების გამო გააკრიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტები ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის პროექტების შეფერხების გამო გააკრიტიკა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტები თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების, ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის პროექტების შეფერხების გამო გააკრიტიკა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მიესალმება პროცესის დაწყებას და მხარეების მიერ დღეს გამოთქმულ მზაობას, ოშკისა და იშხანის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში აშენდეს მეჩეთი, თუმცა, ოპონენტებს ორი წლის წინ ამავე პროექტზე მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კრიტიკულ პოზიციას ახსენებს.

"მე მივესალმები ამ მიმართულებით გადადგმულ თანამშრომლობის ნაბიჯებს ჩვენს მეზობლებთან. მეორეს მხრივ, ის ხალხი, ვინც დღეს მოვიდა ხელისუფლებაში, ისტერიულ წინააღმდეგობას გვიწევდა სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტაში, სწორედ იმ ფორმით, როგორც მათ გუშინ გამოაცხადეს. მინდა ვთქვა, რომ ამ წარმოუდგენელი, გააფთრებული, დაუსაბუთებელი ხელჩართული წინააღმდეგობის შედეგად ჩვენ გაგვირთულდა პროცესი და ჩვენი ძეგლები უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ახლა ირკვევა, რომ მათ საერთოდ არ ადარდებდათ არც ჩვენი ძეგლების ბედი. მე არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი იყო სავარძლებისთვის ბრძოლა და როგორც კი მოკალათდებიან ამ სავარძლებზე, მათი პრინციპები მეასე ხარისხოვანი ხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.