განათლების სამინისტრო ახალციხის სკოლაში მომხდარ ფაქტს სწავლობს

განათლების სამინისტრო ახალციხის სკოლაში მომხდარ ფაქტს სწავლობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალციხის სკოლაში მომხდარ ფაქტს სწავლობს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, გადაცდომის ფაქტების დაფიქსირებისას ნათესაური კავშირები მეორეხარისხოვანია. "ამ გადაცდომის შესწავლის პროცესში არც პოზიტიური, არც ნეგატიური მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ ვისი დედაა, შვილია ან - გარე ბიძაშვილი. მიმდინარეობს ამ საქმის შესწავლა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის დედამ ჟენია მერაბიშვილმა, რომელიც ახალციხეში სკოლის დირექტორია, 13 თებერვალს დილით, სკოლაში დაგვიანების გამო, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგონები ქოლგით სცემა. მანამდე კი, ხელფასის დაკლების გამო უკმაყოფილო დამლაგებელს საკუთარ კაბინეტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბოლოს ხელითაც შეეხო.