გიორგი კვირიკაშვილი - ჩინურ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული განმარტებები საკმარისი არ არის

გიორგი კვირიკაშვილი - ჩინურ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული განმარტებები საკმარისი არ არის

ვაზისუბნის დასახლებაში მშენებარე ჩინურ ქალაქთან დაკავშირებით მიღებული განმარტებები საკმარისი არ არის და აქედან გამომდინარე კომპანიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, ის რა თქმა უნდა ამ პროექტის საქმის კურსშია და ვინაიდან დამატებითი კითხვები არსებობს პროექტთან დაკავშირებით, სამინისტრო ამ საკითხის დამატებით შესწავლას ახორციელებს.
"კიდევ ერთხელ გვექნება ინვესტორთან შეხვედრა და ყველა შეკითხვაზე საზოგადოებას პასუხი გაეცემა. უკვე მიღებული გვაქვს განმარტებები, თუმცა ეს განმარტებები საკმარისი არ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ შევხდებით და ამის შესახებ ინფორმაციაც გახდება ცნობილი", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, ვაზისუბნის დასახლებაში ჩინური ქალაქის მშენებლობას ჩინური კორპორაცია "ხუალინგი" ახორციელებს.