ამნისტიით კიდევ 317 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ამნისტიით კიდევ 317 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ამნისტიის ფარგლებში საპატიმროებიდან კიდევ 317 მსჯავრდებული გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე გათავისუფლებულთა რიცხვი 7 392-ს შეადგენს. "ამნისტიის კანონის" ამოქმედებიდან გათავისუფლებულთა შორის 175 პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირია. ასევე, გათავისუფლებულებს შორის 291 ქალი და 17 არასრულწლოვანია.
"ამნისტიის კანონი" ძალაში მიმდინარე წლის 12 თებერვალს შევიდა. თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ 3 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდებოდა. შემდგომ, სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, 5 ათას პატიმარს უნდა დაეტოვებინა დაწესებულებები. ამნისტიით გათავისუფლების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და, სავარაუდოდ, გათავისუფლებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.